Geo | Eng

ღონისძიებები

კონფერენცია (ab)

კონფერენცია (ab)
მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლებისთვის) (შემდგომში – გეგმა).  
 +
მუხლი 2
1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ  ამ დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2.  ეთხოვოთ საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში (2016-2017 წლებისთვის) ჩართულ შესაბამის უწყებებს კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა, გეგმაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. 




˄