Team

Team

Ketevan Tatuashvili - specialist

Ketevan Tatuashvili joined the Human Rights Secretariat of the Government Administration of Georgia in February 2020. She works on the topics of children's rights, gender equality, domestic violence and violence against women.

In 2012-2013, she worked as a lawyer at the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia.

From 2014 to 2020, Ms. Tatuashvili worked at the Ministry of Internal Affairs of Georgia. During this period, the focus of her work was on important areas such as violence against women and domestic violence; Juvenile justice; A crime committed on the grounds of discrimination; Gender equality in law enforcement agencies, etc.

In the course of working at the Ministry of Internal Affairs, Ms. Tatuashvili was actively involved in the development of various legislative initiatives and recommendations/guidelines in the above-mentioned areas. In addition, she monitored the investigation of various categories of crimes throughout Georgia.

During her tenure at the Ministry of Internal Affairs of Georgia, Ketevan was actively involved in the provision of professional development of investigators through training.

In 2007-2011, Ketevan Tatuashvili received a bachelor's degree at Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Law. In 2011-2013, she earned a master's degree in criminal law from the same university.

Ms. Tatuashvili also has a considerable experience studying human rights and fundamental freedoms in Poland (College of Europe, Natolin campus).

In 2019, she underwent a training course in Croatia, organized by the North Atlantic Treaty Organization (NATO) and the Center for Security Cooperation, and is a certified trainer in the field of gender equality.

Ketevan Tatuashvili is a certified trainer of the Council of Europe in the field of discrimination.

It is worth mentioning that she has undergone an online training course for a number of international organizations, after which she took an active part in exchange visits to European countries.

 

გიორგი ბედოიძე - სპეციალისტი (en)

გიორგი ბედოიძე ადამიანის უფლებათა სამდივნოს თანამშრომელი 2020 წლის თებერვალიდან გახდა. გიორგის ევროპაში სწავლისა და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და თურქეთში.

მადრიდსა და რომში იგი მუშაობდა Greenpeace-ის ესპანურ გუნდში. რომში გიორგი ასევე მუშაობდა იტალიის პარლამენტსა და UNDP-ის იტალიის ოფისში ეთნიკური უმცირესობებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე.

საქართველოში მისი კვლევის ძირითადი ინტერესი იყო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურობა. გიორგი ამ და სხვა თემებს იკვლევდა რეგიონულ მედიაში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში პოლიტიკურ მიმომხილველად და მკვლევარად მუშაობისას.

ბაკალავრის ხარისხი გიორგიმ მოიპოვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. ხოლო მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ლუისის, მადრიდის კომპლუტენსესა და ლონდონის უნივერსიტეტების საერთო სამაგისტრო პროგრამის ევროპული საპარლამენტო პროცედურებისა და კანონშემოქმედების მიმართულებით. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული გაცვლით პროგრამებში, ჩეხეთსა და თურქეთში.

 

გიორგი წარმოშობით ეთნიკურად მრავალფეროვანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაა. საკუთარ რეგიონში მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის განსაკუთრებით მოტივირებულია იმუშაოს ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის, ნაკლებად წარმოდგენილი თემების უფლებების დაცვისა და მრავალფეროვნების გაძლიერებისათვის


Giorgi Bedoidze  - specialist

 

Giorgi Bedoidze joined the Human Rights Secretariat in February 2020. Mr Bedoidze has several years of educational and working experience in the European Countries such as The United Kingdom, Spain, Italy, Czech Republic and Turkey.

In Madrid and Rome, Giorgi worked for the Spanish team of Greenpeace for planning and coordinating various projects. He also worked at UNDP Italy on ethnic minorities and gender equality related issues. Earlier Mr. Bedoidze served at the lower chamber of Italian Parliament.

In Georgia Giorgi’s research was focused on ethnic minorities, anti-discrimination and assessment of Georgian legislation harmonization process in regards to the EU Association Agreement. Mr. Bedoidze was researching these and related topics through his work as a political researcher at The Georgian Charter of Journalistic Ethics, regional media and several other non-governmental organizations.

 

Mr. Bedoidze holds Master of European Law on European Union Parliamentary Procedures and Legal Drafting from the joint programme of the University of London, Universidad Complutense de Madrid and LUISS Guido Carli in Rome; and a Bachelor of Political Science from Ivane Javakhishvili Tbilisi State University. He was an exchange student several times at Masaryk university in Czechia and Nisantasi University in Turkey.

Giorgi Bedoidze originally comes from the ethnically diverse Tetritskaro municipality. His experience enlists working with diverse social groups. This is one of the reasons to why Giorgi joined the Human Rights Team. He is motivated to work for the rights of ethnic minorities, various disadvantaged groups, diversity and inclusion.

 

                         

 

გულიკო მაჭარაშვილი -  სპეციალისტი (en)

გულიკო მაჭარაშვილი -  სპეციალისტი

გულიკო მაჭარაშვილი ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2019 წლის ნოემბრიდან  შემოუერთდა.

გულიკომ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სწავლა ამავე უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით განაგრძო. მისი სპეციალიზაცია ადამიანის უფლებების დაცვა  და კონსტიტუციონალიზმია.

ადამიანის უფლებათა სამდივნოს ფარგლებში, გარდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და შესრულების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობისა, იგი აქტიურადაა ჩართული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში სამართლებრივი და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის მიმართულებით.

გულიკო არის იურიდიული დახმარების ჟესტური ენის თარჯიმანი და 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მისი საქმიანობა მოიცავდა სმენდაქვეითებული და ყრუ ადამიანებისთვის იურიდიული დახმარების მიღების პროცესში ხელშეწყობას, მათ შორის სასამართლო პროცესებზე სურდო-თარგმანის  განხორციელების  კუთხით.

2019 წლის მარტიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით, გულიკო იკავებდა საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საპარლამენტო მკვლევარის პოზიციას საქართველოს პარლამენტის გენდერული  თანასწორობის  საბჭოში.

2019 წლის განმავლობაში სამართლებრივი კლინიკის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოწვეული ტრენერის პოზიციაზე, გულიკო ატარებდა ტრენინგებს ბავშვთა უფლებებზე, კონსტიტუციასა  და  ადამიანის  უფლებების შესახებ.

2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, იგი მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის სტაჟიორის  პოზიციაზე,

 

სადაც მის მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის პროექტების მომზადება, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით   კვლევის/ანალიზის  განხორციელება.

2016 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, იგი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივნის თანაშემწის  პოზიციაზე.

2016 წლის იანვრიდან 2016 წლის მაისამდე გულიკო იკავებდა პროექტების მენეჯერის, ხოლო 2016 წლის მაისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციაში  „მშვიდობის  ფონდი“.

ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მას გავლილი აქვს არაერთი ტრენინგ-კურსი და არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, მისი გამოცდილება ითვლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, მათ შორისაა კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული სასწავლო ვიზიტები ბელგიაში, საფრანგეთში,  უკრაინასა და სამხრეთ  კავკასიის  ქვეყნებში.

მერი ქაჯაია (en)

სპეციალისტი

მერი ქაჯაია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოში არის სპეციალისტი ბავშვთა უფლებების, ბიზნესისა და ადამიანის უფლებებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების მიმართულებით. იგი წარმოშობით ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და განსაკუთრებით არის დაინტერესებული კონფლიქტების  გავლენაზე  ადამიანის  უფლებების დაცვაზე.

2018 წელს მან მაგისტრის ხარისხი მიიღო საერთაშორისო განვითარებისა და პოლიტიკის მიმართულებით, მიდლბერის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტში (მონტერეი, აშშ). იგი იყო მიდლბერის უნივერსიტეტის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ბენეფიციარი. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, იგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე, რომელიც დაკავშირებული იყო ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებასთან, გენდერულ თანასწორობასთან,  კონფლიქტებთან  და მიგრაციასთან.

2011 წლიდან ის სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, რომელიც 2015 წელს წარჩინებით დაასრულა და მიიღო სოციალურ მეცნიერებებში ბაკალავრის  ხარისხი  მასობრივი  კომუნიკაციის სპეციალობით.

მერი ქაჯაია 2018 წელს იყო მრჩეველი გაეროსთან საქართველოს მისიაში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც მუშაობდა ეკონომიკისა და სოციალური საბჭოსა და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეის ფინალური  ანგარიში.

იგი ასევე 2015-2016 წლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ  პროექტში „რადიო ქალაქი“ მუშაობდა როგორც ახალი ამბების წამყვანი და რეპორტიორი, სადაც ფარავდა ისეთ თემებს, როგორიცაა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ევროკავშირთან მოლაპარაკებები, საქართველოში  არსებული  სოციალურ-ეკონომიკური   გამოწვევები.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა Forbes Women  Georgia-ში, საზოგადოებრივ  მაუწყებელში,  ოლგა  ბაბლუანის  საავტორო  გადაცემაში „მშვიდობით    იარაღო“,    ტელეკომპანია    რუსთავი    2-ში,     ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციასა და Betterfly / DDB Worldwide Communications Group-ში.

 

გიორგი ბედოიძე (en)

სპეციალისტი

გიორგი ბედოიძე ადამიანის უფლებათა სამდივნოს თანამშრომელი 2020 წლის თებერვალიდან გახდა. გიორგის ევროპაში სწავლისა და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და თურქეთში.
მადრიდსა და რომში იგი მუშაობდა Greenpeace-ის ესპანურ გუნდში. რომში გიორგი ასევე მუშაობდა იტალიის პარლამენტსა და UNDP-ის იტალიის ოფისში ეთნიკური უმცირესობებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე.
საქართველოში მისი კვლევის ძირითადი ინტერესი იყო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურობა. გიორგი ამ და სხვა თემებს იკვლევდა რეგიონულ მედიაში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში პოლიტიკურ მიმომხილველად და მკვლევარად მუშაობისას.
ბაკალავრის ხარისხი გიორგიმ მოიპოვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. ხოლო მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ლუისის, მადრიდის კომპლუტენსესა და ლონდონის უნივერსიტეტების საერთო სამაგისტრო პროგრამის ევროპული საპარლამენტო პროცედურებისა და კანონშემოქმედების მიმართულებით. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული გაცვლით პროგრამებში, ჩეხეთსა და თურქეთში.
გიორგი წარმოშობით ეთნიკურად მრავალფეროვანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაა. საკუთარ რეგიონში მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის განსაკუთრებით მოტივირებულია იმუშაოს ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის, ნაკლებად წარმოდგენილი თემების უფლებების დაცვისა და მრავალფეროვნების გაძლიერებისათვის

თამარ რობაქიძე (en)

სპეციალისტი

თამარ რობაქიძე ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2019 წლის ნოემბერში შემოუერთდა.

მან 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2015 წელს მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით.

2013-2014 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2015-2016 წლებში მუშაობდა „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ - აღმასრულებლის პოზიციაზე.

2016-2017 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ იურისტის პოზიციაზე.

იგი 2017-2019 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის პოზიციაზე, პროექტში „ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტურობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საქართველოში“.

ადამიანის უფლებათა სამდივნოში თამარ რობაქიძე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებების საკითხებზე მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.

ქეთევან ტატუაშვილი (en)

სპეციალისტი

ქეთევან ტატუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2020 წლის თებერვალში შემოუერთდა. ქეთევანი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა.

ქეთევანი 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იურისტის პოზიციაზე.

2014 წლიდან 2020 წლამდე კი ქეთევანი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნულ პერიოდში მისი საქმიანობის მიმართულებას წარმოადგენდა, ისეთ მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული; გენდერული თანასწორობა სამართალდამცავ უწყებებში და სხვა.

ქეთევანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ზემოაღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის და რეკომენდაციის/გაიდლაინის შემუშავებაში. ამასთანავე, მონიტორინგს უწევდა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის გამოძიებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში ქეთევანი აქტიურად იყო ჩართული გამომძიებელთა გადამზადების პროცესში ტრენინგების ჩატარების გზით.

2007-2011 წლებში ქეთევან ტატუაშვილმა მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი. 2011-2013 წლებში კი მან მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით.

ქეთევანს ასევე, აქვს პოლონეთში (College of Europe, Natolin campus) სწავლის გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით. 

2019 წელს ქეთევანმა ხორვატიაში, ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ხელშეკრულებისა (NATO ) და უსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრის (Centre for Security Cooperation) ორგანიზებით გადამზადების კურსი გაიარა და წარმოადგენს სერტიფიცირებულ ტრენერს გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

ქეთევან ტატუაშვილი წარმოადგენს ევროპის საბჭოს (Council of Europe) სერტიფიცირებულ ტრენერს დისკრიმინაციის მიმართულებით.

ამასთანავე, ქეთევანს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ონლაინ სასწავლო კურსი, რისი დასრულების შემდგომაც აქტიურ მონაწილოებას იღებდა ევროპის ქვეყნებში გაცვლით სასწავლო ვიზიტებში.

ანუკი ბურდული (en)

სპეციალისტი

ანუკი ბურდული მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს შემოუერთდა 2017 წლის დეკემბრიდან.

მან 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი დოკუმენტური კინოს რეჟისურის განხრით.

ანუკის მოპოვებული აქვს კრიმინოლოგიის მაგისტრის ხარისხი მალმოს უნივერსიტეტში, შვედეთი (2014-2016 წწ). 

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“.

ანუკის სცენარები მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისათვის დაფინანსებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

ამჟამად იგი ადამიანის უფლებათა სამდივნოს წევრია და მუშაობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, პერსონალური მონაცემების დაცვის, რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე.

ლელა აქიაშვილი (en)

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში

 

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, 2019 წლის ნოემბერიდან ლელა აქიაშვილი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებს.

მანამდე ის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობისა და  LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებას უძღვებოდა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში „გადავარჩინოთ ბავშვები“ (ვაშინგტონი, აშშ) მუშაობისას ლელა აქიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენდერული თანასწორობის შიდა და გარე მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში. მანამდე ის მუშაობდა ჯოან ბ. კროკის სახელობის სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში (სან-დიეგო, აშშ) ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე მკვლევარის პოზიციაზე. ლელა აქიაშვილს, ასევე, აქვს Texas A&M უნივერსიტეტში (ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის საჯარო მმართველობის სკოლა, ტეხასი, აშშ) არაფორმალური განათლების მკვლევარად მუშაობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გამოცდილება (ნიუ-იორკი, აშშ).

ლელა აქიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისში და საქართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში.

გარდა საერთაშორისო და საჯარო უწყებებისა, ლელა აქიაშვილს ასევე, აქვს, არასამთავრობო სექტორში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების, არაფორმალური განათლების, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან მუშაობისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებებით.

ლელა აქიაშვილს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი 2018 წელს მიენიჭა Texas A&M უნივერსიტეტის, ხოლო 2012 წელს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 2009-2010 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის UGRAD-ის პროგრამის ფარგლებში, ლელა ვისკონსინ-სუპერიორის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა.  

ელენე შონია (en)

ადამიანის უფლებათა სამდივნოს სტაჟიორი

ელენე შონია ადამიანის უფლებათა სამდივნოში სტაჟირებას  2020 წლის სექტემბრიდან გადის. ელენემ  სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წელს მოიპოვა. ამჟამად სწავლას აგრძელებს მაგისტრატურის საფეხურზე საჯარო სამართლის მიმართულებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. 

2017-2018 წლებში ელენემ მიიღო იურიდიულ კომპანიაში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე იყო თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელის თანაშემწე. 2018-2020 წლებში კი ელენემ სტაჟირება გაიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ელენეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სამართლის სხვადასხვა მიმართულებით, დაინტერესებულია გენდერულ თანასწორობასთნ დაკავშირებული საკითხებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებით. ელენე წარმოშობით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა და მისი ინტერესის სფეროს იძულებით გადაადგილებული პირების და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებებიც წარმოადგენს. 

სოფიო თაბაგარი (en)

სტაჟიორი 

სოფიო თაბაგარი  ადამიანის უფლებათა სამდივნოში სტაჟირებას 2020 წლის სექტემბრიდან გადის. იგი GIZ-თან პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროექტში არის უმცროსი ექსპერტი.

სოფიოს მიენიჭა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის  სამართლის ბაკალავრის ხარისხი 2017 წელს. სტუდენტობის პერიოდში იგი ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის - ილსა საქართველოს აკადემიური დეპარტამენტის საქმიანობაში. 

სოფიო კომპანია DK Capital-ში მუშაობდა საინვესტიციო მრჩევლად და აწარმოებდა საკუთარ ბიზნეს საქმიანობას. მანამდე იგი მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ევროკავშირის და სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამართლებრივ ექსპერტად.

სხვადასხვა დროს სოფიომ სტაჟირება გაიარა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

სოფიოს ინტერესის სფეროებია ქალთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები, ასევე, მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა რელიგიური უმცირესობების, LGBTQ ჯგუფის უფლებები და ზოგადად მრავალფეროვანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე მუშაობა.

მაკა ფერაძე (en)

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი

მაკა ფერაძეს ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი პროფესიით სამართალმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 

მაკა ფერაძე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის -  ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი,  მუშაობდა უწყების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილებასა და ადმინისტრაციაში. 

საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მისი აქტიური ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციის, სამართალწარმოებაში ჩართული არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და საქართველოს ადამიანის უფლებების სტრატეგიის მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მაკა ფერაძეს, ასევე, აქვს საკუთარი სპეციალობით კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

მაკა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე ანა ბუჩუკური შეცვალა, რომელიც საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ელისო შონია (en)

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილე

ელისო შონია ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2021 წლის ივლისის თვეში შეუერთდა. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2012 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციებზე, კერძოდ იყო: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ხოლო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში - დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

საჯარო სამსახურში მისის მუშაობის გამოცდილება უკავშირდება, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, ამ პროცესში  ხარვეზების გამოვლენას და აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების და სხვადასხვა სახელმძღვანელოების შემუშავებას, თანამშრომლებისთვის სწავლებების ორგანიზება/ჩატარებას, ასევე შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და ანგარიშების მომზადებას.  

მონაწილეობა აქვს მიღებული დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებულ არაერთ პროექტში; მათ შორის აღსანიშნავია ევროპის საბჭოს  ორწლიანი პროექტი -  „თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვან და ზრდასრულ პირთა უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა არაერთი აქტივობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გაუმჯობესების, დაკავებულთა სამედიცინო მომსახურების სრულყოფის და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

გავლილი აქვს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარებული არაერთი სწავლება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მათ შორის საზღვარგარეთ.

სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ნიკო თათულაშვილი (en)

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი 

 

ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ამასთან, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა დროს იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულ ქსელში იყო ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე.

Contact info
  • №7, Ingorokva Street, 
  • Tbilisi 0114, Georgia
  • Tel: +995 (32) 2 000 290
  • www.myright.gov.ge / www.gov.ge
˄