ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო

"ადამიანის უფლებათა დაცვა ყოველთვის იყო და კვლავ არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი. მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული შვიდწლიანი სტრატეგია ჩვენი მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რადგან მასზე მუშაობა მიმდინარეობდა ძალიან ინკლუზიურ და გამჭვირვალე გარემოში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტორები იყვნენ ჩართულნი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი თანხმდება, რომ ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი,
გიორგი კვირიკაშვილი

6 ივნისი, 2016 თბილისი


ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, შექმნილია ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო.

საბჭოს უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებით.

საბჭოს ამოცანებია:

  • ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხილვა და დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარდგენა;
  • სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი.

საბჭოს წევრები:

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში − საბჭოს თანათავმჯდომარე;
  • იუსტიციის სამინისტრო;
  • მთავარი პროკურატურა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • ფინანსთა სამინისტრო;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • ენერგეტიკის სამინისტრო;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში;
  • სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
     

საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე ორგანიზაციები:

  • სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
  • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
  • საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი;
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში;
  • USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია − ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია − სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია − კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია − საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო;
  • ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“.
     

საბჭოს საქმიანობა:

  • საბჭო განიხილავს, ამტკიცებს და მთავრობას წარუდგენს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მომზადებულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის  მიზნით, ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს.
  • საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება 6 თვეში ერთხელ. სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
  • ადამიანის უფლება დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ყოველწლიური ანგარიში წარედგინება საბჭოს, რომელიც განიხილავს და არა უგვიანეს ყოველი წლის 15 მარტისა წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 31 მარტისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
     

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა:

საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო.



სხვა უწყებათაშორისი საბჭოები


გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია

შექმნილია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №550 დადგენილებით.

კომისიის საქმიანობა:

  • კომისიის ამოცანას წარმოადგენს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ყოვლისმომცველი გეგმის განვითარება, რომელიც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი.
  • კომისია ასევე ახორციელებს ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას, კოორდინაციას და მონიტორინგს.

კომისიის შემადგენლობა:

  • კომისიას თავმჯდომარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსი. კომისიის თანათავმჯდომარეა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
  • კომისიის შემადგენლობაში შედიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე - პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
  • კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ: უზენაეს სასამართლო, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავარ პროკურატურა, იურიდიული დახმარების სამსახური, სახალხო დამცველი, გაეროს ბავშვთა ფონდი, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები − „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია”, „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“.



გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია

შექმნილია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებით

კომისიის საქმიანობა:

  • კომისია შექმნილია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის  სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, ასევე - აღნიშნული გეგმის შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით.
  • კომისია ქმნის “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს”, რომელიც წყვეტს პირისათვის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების, ან ასეთი სტუსის მინიჭებაზე უარის თქმის საკითხს.

კომისიის შემადგენლობა:

  • კომისიას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. 
  • 22-წევრიანი კომისიის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს სამინისტროები; სახელმწიფო მინისტრების აპარატები; მთავარი პროკურატურა; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;  საჯარო სამსახურის ბიურო; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
  • კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ: სახალხო დამცველი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, უზენაესი სასამართლო, საზოგადოებრივი მაუწყებელი.
˄