ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კოორდინაციას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

სახელმწიფო უწყებების კოორდინაციასთან ერთად, სამდივნო ასევე უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავების, მათი განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში. 

სამდივნო 2014 წელს შეიქმნა და ახორციელებს ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას და ორგანიზაციულ-ანალიტიკურ მხარდაჭერას. 

სამდივნოს უფლებამოსილებები:

  • სამდივნო ადგენს და საბჭოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს სხდომების დღის წესრიგს;  უზრუნველყოფს საბჭოს დღის წესრიგის და სხდომის ოქმის საჯაროობას;
  • სამდივნო კოორდინაციას უწევს საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური ჯგუფების საქმიანობას;
  • სამდივნო ამზადებს სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშს.

სამდივნო ორგანიზაციულ-ანალიტიკურ მხარდაჭერას ასევე უწევს:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს;
  • გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიას.

სამდივნოს უფროსი:

  • ხელმძღვანელობს სამდივნოს საქმიანობას;
  • წევრის სტატუსით მონაწილეობს ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო მუშაობაში. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უძღვება საბჭოს სხდომას.
  • თავმჯდომარეობს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიას.
˄