ჩვენი გუნდი / ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური

ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი

ანა ბუჩუკურს სამართლის მაგისტრის ხარისხი 2013 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ასევე, ანა იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შემდგომ კი - ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე. ანა ბუჩუკურს ეკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ამჟამად იგი არის მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი. ანა ბუჩუკური არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) კურსდამთავრებული, რომლის ფარგლებშიც 2005-2006 წლებში სწავლობდა მასაჩუსეტსის შტატში, აშშ-ში. ამასთანავე, ანა არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი და ეწევა აკადემიურ საქმიანობას ამავე უნივერსიტეტში, კერძოდ, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით.

˄