ფაქტები და მიღწევები

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი


05 აპრილი 2017

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური კადრი, რომელსაც ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მედიამონიტორინგს და დროულად ავლენს მედიასა თუ საზოგადოებრივ ჯგუფებში არსებულ საინფორმაციო მოთხოვნებს და მათი დაკმაყოფილების მიზნით ახორციელებს შესაბამის აქტივობებს, მათ შორის, პრესსრელიზის სახით ქმნის საინფორმაციო პროდუქტს, ატარებს პრესსკონფერენციებს და, ამრიგად, ხელს უწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჟურნალისტებს შორის უწყვეტი კომუნიკაციის არსებობას.

მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს რეგიონების განყოფილება კრებს ინფორმაციას როგორც თბილისის სხვადასხვა რაიონებში მომხდარ ფაქტებზე, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში მომხდარ სხვადასხვა სახის დანაშაულზე, საგანგებო სიტუაციებსა და უბედურ შემთხვევებზე. რეგიონალური ჟურნალისტები ამზადებენ ტექსტურ მასალას სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით. ამავე სამმართველოს ოპერატორები და ფოტოგრაფები იღებენ ფოტო და ვიდეომასალებს. მათ კოორდინაციას უწევენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ამუშავებენ და ამზადებენ მასალებს შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვედზე, მასმედიასა და სოციალურ მედიაში გასავრცელებლად.

მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლები კოორდინირებას უწევენ რეგიონალურ მედიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კომუნიკაციას. თანამშრომლების ოპერატიული და მობილური მუშაობის შედეგია ის, რომ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ყველა სიახლე, მათ შორის ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებში შედის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ეფექტიანი უკუკავშირის აგება, სხვადასხვა სეგმენტთან და დაინტერესებულ მხარეებთან სისტემატური კომუნიკაციის განხორციელება და ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახური შეიმუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და უზრუნველყოფს სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობას.

უკან
დაწერე კომენტარი
˄