ფაქტები და მიღწევები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა


06 აპრილი 2017

მომხსენებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის ძირითად ტენდენციებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი კონსულტაციებზე მომართვიანობა, ხოლო 2-ჯერ - განცხადებების რაოდენობა. „პრაქტიკულად გაორმაგებულია ჩვენ მიერ ჩატარებული ინსპექტირების რაოდენობა როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში.“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.

მისი ინფორმაციით, გამოვლინდა სამართალდარღვევათა 221 ფაქტი, 63 ორგანიზაცია დაჯარიმდა, 35-ს მიეცა გაფრთხილება, ხოლო 202 კონკრეტული მითითება და რეკომენდაციაა გაცემული იმისთვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი სტანდარტები და უკეთესად უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ანგარიშის ყველაზე მოცულობითი თავი ეხება მონაცემთა დამუშავების საფუძვლებსა და პრინციპებს. საფუძვლების ნაწილში თამარ ქალდანის თქმით, მცირედი პროგრესი არის, რასაც იმით ხსნის, რომ უფრო მეტი კერძო და საჯარო ორგანიზაცია ახდენს მონაცემთა დამუშავების საფუძვლის იდენტიფიცირებას. „საკანონმდებლო დონეზეც განხორციელდა ცვლილებები, რამაც შექმნა სამართლებრივი ბაზა. თანხმობის ნაწილშიც გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა ანგარიში მეტყველებს იმაზე, რომ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პრობლემა კვლავ დგას“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄