ფაქტები და მიღწევები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა


06 აპრილი 2017

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებიდან გამომდინარე მომზადდა და იგი ახალი მიდგომების და მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს. ახალი საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაციისას, მინისტრის მოადგილემ გარემოსდაცვით საკითხებში ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა. კერძოდ, საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი შეფასების მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების დანერგვა; საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

მაია ბითაძის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განხილვა და დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ექსპერტ-სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄