ფაქტები და მიღწევები

სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით


17 აგვისტო 2017

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფოს ამ დღესთან დაკავშირებით მისი როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას და მოუწოდებს, უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა. სათანადო ღონისძიებების განხორციელებით, სხვების თანასწორად უზრუნველყოს მათი ჩართვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.საქართველოში დღის წესრიგში დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან ისინი ხშირად მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა თუ სხვა სერვისში მყოფი პირები ჯერ კიდევ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების გამოყენებას და მათ ეფექტურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ხმა თანდათან უფრო ძლიერად ისმის, ნაკლებია სახელმწიფოს შემხვედრი ძალისხმევა მათი საჭიროებების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად.ასდ

უკან
დაწერე კომენტარი
˄