დისკუსია

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: შრომითი უფლებები

შრომითი უფლებები
16 ოქტომბერი 2017 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: შრომითი უფლებები

საქართველოს მთავრობა იწყებს 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო აქვეყნებს სამოქმედო გეგმის პირველ სამუშაო ვარიანტს, რათა სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მისი განხილვის შესაძლებლობა.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შრომითი უფლებები (თავი 9). ამ მიმართულებით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შემდეგ მიზნებს ისახავს: შრომის უფლების დაცვას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მათ, შორის, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან.

გაეცანით სამოქმედო გეგმის მე–9 თავის პროექტს და დატოვეთ თქვენი კომენტარი.

ადამიანის უფლებათა სამდივნო მოხარული იქნება, გაეცნოს თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს. (სამოქმედო გეგმა მოცემულია დინამიური ცხრილის სახით. ცხრილის მარჯვენა სვეტი აღჭურვილია კომენტარის ფუნქციით).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄