დისკუსია

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა
12 ოქტომბერი 2017 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა

საქართველოს მთავრობა იწყებს 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო აქვეყნებს სამოქმედო გეგმის პირველ სამუშაო ვარიანტს, რათა სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მისი განხილვის შესაძლებლობა.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა (თავი 2). ამ მიმართულებით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შემდეგ მიზნებს ისახავს:

  • დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; 
  • ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა
  • ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა
  • სასამართლო სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფა
  • მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდა
  • საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება და ერთგვაროვანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბება
  • საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება
  • დანაშაულის პრევენცია
  • თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლება
  • კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა
  • იურიდიულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გაუმჯობესება

გაეცანით სამოქმედო გეგმის მე–2 თავის (სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა) პროექტს და დატოვეთ თქვენი კომენტარი.

ადამიანის უფლებათა სამდივნო მოხარული იქნება, გაეცნოს თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს. (სამოქმედო გეგმა მოცემულია დინამიური ცხრილის სახით. ცხრილის მარჯვენა სვეტი აღჭურვილია კომენტარის ფუნქციით).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄