დისკუსია

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: რელიგიური უმცირესობების უფლებები

რელიგიური უმცირესობების უფლებები
20 ოქტომბერი 2017 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: რელიგიური უმცირესობების უფლებები

საქართველოს მთავრობა იწყებს 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო აქვეყნებს სამოქმედო გეგმის პირველ სამუშაო ვარიანტს, რათა სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მისი განხილვის შესაძლებლობა.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს რელიგიური უმცირესობების უფლებები (თავი 18). ამ მიმართულებით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა მიზანს ისახავს სეკულარიზმის და რელიგიური ნეიტრალიტეტის განმტკიცებას. 

გაეცანით სამოქმედო გეგმის მე-18 თავის (რელიგიური უმცირესობების უფლებები) პროექტს და დატოვეთ თქვენი კომენტარი. ადამიანის უფლებათა სამდივნო მოხარული იქნება, გაეცნოს თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს. (სამოქმედო გეგმა მოცემულია დინამიური ცხრილის სახით. ცხრილის მარჯვენა სვეტი აღჭურვილია კომენტარის ფუნქციით).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄