სიახლეები

შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლებთან


28 ნოემბერი 2017 შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლებთან

2017 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლებთან. შეხვედრას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საველე ოპერაციებისა და ტექნიკური თანამშრომლობის სამმართველოს დირექტორი, ჟორჟეტ განიონი,  ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის  განყოფილების ხელმძღვანელი, ჟოზე მარია არანასი, ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰულან ტსედევი, ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი, დრაგან ლალასევიჩი, სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსი მრჩეველი ვლადიმირ შკოლნიკოვი და საქართველოში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, ბესარიონ ბოხაშვილი დაესწრნენ. 

შეხვედრაზე ქალბატონმა ნატალია ჯალიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ქალბატონმა ჟორჟეტ განიონმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს სამთავრობო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს. შეხვედრაზე აღინიშნა, ასევე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის  აღმოფხვრის საკითხის აქტუალობა. შეხვედრის დასასრულს, ისაუბრეს საჯარო მოხელეებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სპეციალური სავალდებულო საგანმანათლებლო კურსის დანერგვის შესახებ, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდება. 
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄