სიახლეები

განცხადება: ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის


30 ნოემბერი 2017 განცხადება: ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (Office of the High Commissioner for Human Rights in South Caucasus UN OHCHR), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან თანამშრომლობით, აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და წელს მისი ერთ-ერთი სლოგანია - "დაბადებით თავისუფალი და თანასწორი" (Born Free and Equal).

სწორედ ამ თემას ეძღვნება პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის-ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი" (EU/UN Human Rights for All - Support to the Implementation and Monitoring of the National Humant Rights Strategy and Action Plan) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და მისი მიზანია ახალგაზრდებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაცია.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი პრიზები. ამასთან კონკურსის მონაწილეთაგან შერჩეულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სამ დღიან ტრენინგს, რომელიც გაიმართება დეკემბრის თვეში. აღნიშნულ ტრენინგზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით დადგენილი სტანდარტები. კურსს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროს წამყვანი ექსპერტები. 

ესეს მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს 1500-იდან 3000-მდე სიტყვის სტანდარდს.

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 დეკემბერი. 

ნამუშევარს თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე უნდა იყო მითითებული უმაღლესი სასწავლებელი, ფაკულტეტი და კურსი.

საკონტაქტო პირი: სოფიო ბენაშვილი sbenashvili@ohchr.org

უკან
დაწერე კომენტარი
˄