სიახლეები

თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი


05 დეკემბერი 2017 თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი

2017 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ შეხვედრა გამართა თურქმენეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, ნატალია ჯალიაშვილმა ვრცლად ისაუბრა სამდივნოს როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მან თურქმენ კოლეგებს სამდივნოს საქმიანობისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების გამოცდილება გაუზიარა და იმ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჯერ კიდევ დღის წესრიგში რჩება. ნატალია ჯალიაშვილმა, ასევე, მიმოიხილა ის მიმართულებები, რომელსაც  განსაკუთრებით პრიორიტეტულად სახავს სამთავრობო სამოქმედო გეგმა და ისაუბრა სამოქმედო გეგმაში გაწერილი მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობების მონიტორინგისა და კოორდინაცის ზოგად და პრაქტიკულ ასპექტებზე.

შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ თურქმენეთის მთავრობის მხარდაჭერის მზაობას საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით და შეჯამდა სამდივნოს სამწლიანი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიღწევები.

უკან
დაწერე კომენტარი
˄