სიახლეები

ტრენინგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესახებ


25 დეკემბერი 2017 ტრენინგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესახებ

22-25 დეკემბერს ქალაქ ბორჯომში გაიმართა ტრენინგი „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების” შესახებ. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.

ტრენინგს წინ უძღვოდა საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი, რომელში მონაწილეობაც სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებმა მიიღეს. კონკურსის თემა იყო „დაბადებით თავისუფალი და თანასწორი“ (Born Free and Equal). 

ტრენინგის ფარგლებში ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი, ვლადიმირ შკოლნიკოვი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი, ნატალია ჯალიაშვილი და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი, გიორგი ბურჯანაძე.

ტრენინგის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს კოსტანტინე კორკელიამ და კონსტანტინე ვარძელაშვილმა. მათ  განიხილეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, გამოხატვის თავისუფლების, ბავშვთა უფლებების დაცვის, დისრკიმინაციის აკრძალვისა და რელიგიის თავისუფლების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. 

ტრენინგის დასასრულს, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულ სტუდენტებს კონკურსის ორგანიზატორების მიერ ჯილდოები გადაეცათ. 

უკან
დაწერე კომენტარი
˄