სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემაჯამებელი განხილვა


27 დეკემბერი 2017 ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემაჯამებელი განხილვა

26-27 დეკემბერს ქალაქ ბორჯომში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრების შემაჯამებელი რაუნდი, რომელსაც დარგობრივი სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გასვლითი შეხვედრის ორგანიზება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინიციატივით განხორციელდა. ღონისძიების მხარდამჭერები კი ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) იყვნენ. 

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა სამთავრობო სამოქმედო გეგმის თემატური თავები და მოხდა არსებითი შეთანხმება ძირეულ საკითხებზე. 

უკან
დაწერე კომენტარი
˄