სიახლეები

შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტ ნილ ქრაულთან


09 მარტი 2018 შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტ ნილ ქრაულთან

2018 წლის 9 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, ნატალია ჯალიაშვილმა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძემ შეხვედრა გამართეს ადამიანის უფლებათა და თანასწორობის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტ, ნილ ქრაულთან. 

შეხვედრაზე ნატალია ჯალიაშვილმა და სოფიო ჯაფარიძემ საერთაშორისო ექსპერტს გააცნეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე გამოწვევები. აქცენტი, ძირითადად,  დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის ზოგად და პრაქტიკულ ასპექტებზე გაკეთდა. ვრცლად მიმოიხილეს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, ეროვნულ დონეზე განხორციელებული აქტივობები და 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის  შემუშავების, დამტკიცებისა და მონიტორინგის პროცესი.  თავის მხრივ, საერთაშორისო ექსპერტის მიერ შეთავაზებულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა.  

უკან
დაწერე კომენტარი
˄