სიახლეები

კონკურსი "ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის"


20 მარტი 2018 კონკურსი

2018 წლის  20  მარტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით სასტუმრო „ოიტაში“ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ბიზნეს კომპანიების მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის წარმატებული განხორციელებისათვის  გამარჯვებული კომპანიები დასახელდნენ. კონკურსის მიზანს  იმ კომპანიათა საქმიანობის წახალისება წარმოადგენდა,  რომლებიც თავიანთ ბიზნესში ეფექტურად ახორციელებენ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დაცვასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართულ აქტივობებს.  
ღონისძიებაში მონაწილეობა ოცდათერთმეტმა განსხვავებული პროფილისა და მასშტაბის მქონე კომპანიამ მიიღო, ჟიურის ერთ-ერთი წევრი კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის  სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი გახლდათ, რომელიც ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება ბიზნესში ქალთა გაძლიერებასა და, ზოგადად, ბიზნესის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 
ღონისძიების დასასრულს, ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ აღიარებულ იქნა დასაქმების მაშტაბური პროექტების განხორციელებისთვის გამარჯვებულ კომპანიად. ,,აჭარა ჯგუფმა“ ჯილდო ქალების პროფესიულ ზრდაზე მიმართული პოლიტიკის გაძლიერებისათვის მიიღო, ხოლო ქუთაისის ,,პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ცენტრი“ ორგანიზაციაში თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და დახელოვნებაზე მიმართული შიდა პოლიტიკის განხორციელებისათვის დაჯილდოვდა. 

უკან
დაწერე კომენტარი
˄