სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის კვირეული


31 მარტი 2018 ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის კვირეული

მიმდინარე წლის 27 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის კვირეული გაიხსნა, რომელიც 30 მარტამდე გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პირველადი შედეგები განიხილეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები  შემდეგ საკითხებს შეეხო: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, პროკურატურა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, ლგბტი პირთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. მონიტორინგის შედეგების წარდგენა საჯარო დისკუსიის ფორმით წარიმართა და მასში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,  საფარი.  

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო აქტიურ კოორდინირებას უწევდა მონიტორინგის კვირეულს, ღონისძიების მხარდამჭერები კი USAID-ის პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ არიან.

 

უკან
დაწერე კომენტარი
˄