სიახლეები

შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან


12 აპრილი 2018 შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან

2018 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცე სპიკერ, იზაბელა დინგისიანსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსს, ნატალია ჯალიაშვილს შორის. შეხვედრას, ასევე, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მარტინა ქვიქი დაესწრო.  ნატალია ჯალიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. მან ხაზი გაუსვა გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის საკითხის პრიორიტეტულობას და ამ მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე. მათ შორის, განსაკუთრებით აღნიშნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე თავმჯდომარეობს. თავის მხრივ, იზაბელა დინგისიანმა ქართველ კოლეგებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის შვედეთის გამოცდილება და საკუთარი ხედვა გაუზიარა.

უკან
დაწერე კომენტარი
˄