სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ ავსტრალიის დელეგაციას უმასპინძლა


09 აგვისტო 2017 მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ ავსტრალიის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოსა და ავსტრალიას შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ნატალია ჯალიაშვილმა ავსტრალიის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესზე, ასევე ისაუბრა ამ მიზნით შემუშავებულ სამოქმედო გეგმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ავსტრალიის დელეგაციამ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან გამართეს. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. 
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄