სიახლეები

სამუშაო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს შორის


24 მაისი 2018 სამუშაო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს შორის

2018 წლის 23 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებების ყველასთვის“ ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების საბჭოს მუშაობის პროცესის გაუმჯობესების, ადამიანის უფლებების სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელების და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საჯარო მოხელეთა განათლების საკითხებზე. ამასთან, განხილულ იქნა გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელების მექანიზმის შექმნის და მისი განვითარების საკითხი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლებს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის სამომავლო სფეროებსა და კონკრეტულ აქტივობებზე.

ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებების ყველასთვის“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელების და მონიტორინგის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი განმახორციელებლები არიან გაეროს სააგენტოები. 

უკან
დაწერე კომენტარი
˄