სიახლეები

უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში ავსტრიის გამოცდილებას ეცნობიან


03 ოქტომბერი 2018 უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში ავსტრიის გამოცდილებას ეცნობიან

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები ავსტრიაში იმყოფებოდნენ.

სასწავლო ვიზიტის მიზანს გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში ავსტრიის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრები გაიმართა როგორც თვითმმართველობის, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს, საჯარო სამსახურისა და ფედერალური კანცელარიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან.

სასწავლო ვიზიტი პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" ფარგლებში განხორციელდა. სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტში სახალხო დამცველის ოფისისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

უკან
დაწერე კომენტარი
˄