სიახლეები

ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია


31 ოქტომბერი 2018 ელექტრონული პლატფორმის  პრეზენტაცია

2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისათვის) შესრულების, ანგარიშგებისა და მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ელექტრონული პლატფორმა შემუშავდა ადგილობრივი ექსპერტის მიერ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ აქტიური მხარდაჭერით.

ელექტრონული პლატფორმის შექმნა სახელმწიფო უწყებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სისტემურად და ეფექტურად წარმართონ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების, ანგარიშგებისა და მონიტორინგის პროცესი.

პრეზენტაციის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. აღნიშნული პროგრამა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან დაიწყებს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄