სიახლეები

2019 წლის 31 იანვარს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ ჯერემი სარკინის ანგარიშის პრეზენტაცია


31 იანვარი 2019 2019 წლის 31 იანვარს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ ჯერემი სარკინის ანგარიშის პრეზენტაცია

2019 წლის 31 იანვარს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ ჯერემი სარკინის ანგარიშის პრეზენტაცია „ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) როლის გაძლიერებისა და მისი ანგარიშგების ეროვნულ მექანიზმად ტრანსფორმირების შესახებ“. პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, ნატალია ჯალიაშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების ინტიტუციონალიზაციის მნიშვნელობასა და ამ კუთხით ადამიანის უფლებათა საბჭოს ფუნქციონირების ეფექტურობის საკითხს. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიგი ბრეგაძე. გახსნითი სიტყვის შემდეგ ჯერემი სარკინმა ანგარიში შესაბამის რეკომდენაციებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას გააცნო. დისკუსიის ნაწილში კი ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს როლის მნიშვნელობასა და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრეს.

პრეზენტაციას პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი ჯერემი სარკინი ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" მხარდაჭერით არის მოწვეული.

უკან
დაწერე კომენტარი
˄