სიახლეები

7 დეკემბერი - „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ - შედეგების მიმოხილვა


09 სექტემბერი 2019

7 დეკემბერს, 12.00 საათზე, სასტუმროში "თბილისი მერიოტი" (მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. №13), ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.

პრეზენტაციაზე შეჯამებული იქნება ის მიგნებები, მოსაზრებები და საჭიროებები, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ რეგიონებში ჩატარებული შეხვედრებისა და დისკუსიების დროს გამოიკვეთა.

პროექტი 2017 წლის თებერვალში დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ადგილობრივი აქტორების მონაწილეობით, საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებსა და დისკუსიებს 10 თვის განმავლობაში მართავდნენ.

პროექტი მიმდინარეობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). 

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

უკან
დაწერე კომენტარი
˄