სიახლეები

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მე-5 სხდომა


10 სექტემბერი 2019 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მე-5 სხდომა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, 10 სექტემბერს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.

სხდომა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარის - ხათუნა თოთლაძის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის საქართველოში  ღასან ხალილისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის -ნატალია ჯალიაშვილის მიმართვებით გაიხსნა. ხათუნა თოთლაძემ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმების (შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის და ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ) აღსრულების შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშების  გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბავშვის უფლებათა უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას მისი შექმნის მომენტიდან და მზადაა განარძოს თანამშრომლობა კომისიის ეფექტურად მუშაობისთვის. მან  მოკლედ მიმოიხილა კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები და მადლობა გადაუხადა დამწრე პირებს თანამშრომლობისთვის.

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და რეაგირების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სექციის ხელმძღვანელმა მილენა ჰარიზანოვამ. ხოლო გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა - ნონა ციხელაშვილმა, კომისიის წევრებს წარუდგინა აღნიშნული გზამკვლევის პროექტი და მიმოიხილა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის არსებული მდგომარეობა.

 

უკან
დაწერე კომენტარი
˄