სიახლეები

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა


25 დეკემბერი 2014 უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა

მთავრობის ადმინისტრაციაში ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და სხვადასხვა უწყებებში გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხომაზე დამტკიცდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების მწარმოებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შერჩევის კრიტერიუმები.

საუბარი შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მხოლოდ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებზე მომუშავე საპილოტე განყოფილებების შექმნის მნიშვნელობას. ასევე განხილულ იქნა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დაჩქარების საკითხი.

სხდომას, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

უკან
დაწერე კომენტარი
˄