სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება


10 დეკემბერი 2014 პრემიერ-მინისტრის განცხადება

დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს იმის დასტურად, რომ ადამიანი და მისი უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა.

დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც დაცულია ადამიანი. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და დღეს გვაქვს ისეთი მაღალი სტანდარტის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მსგავსი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანასაც კი არ გააჩნია. ჩვენ უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ამ სფეროში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ჩვენი მთავრობა მოტივირებულია და აქვს მტკიცე ნება განუხრელად დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება და თავისუფლება.
მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად - მთავრობა, უფლებადამცველი ორგანიზაციები და საზოგადოება შევძლებთ რეალურად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენებას, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄