სიახლეები

საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა


28 ნოემბერი 2014 საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და საორგანიზაციო თემები განიხილეს.

სხდომაზე ხაზი გაესვა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში (თბილისში) საპილოტე განყოფილებების შექმნის მნიშვნელობას, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გენდერული ნიშნით ჩადენილ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცედურის გამარტივების, ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავების, სოციალური მუშაკების დამატება და გადამზადების, თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლისათვის სოციალური დახმარების შეჩერების (შეწყვეტის ნაცვლად) საკითხებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და საჭიროა დაგროვილი პრობლემების დროული აღმოფხვრა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა ბოლოს ჩატარდა 2013 წლის ივნისში და წელს პირველად გაიმართა სხდომა განახლებული შემადგენლობით. ასე რომ, საკმაოდ ბევრი პრობლემა დაგროვდა, რაც დაუყონებლივ გადაჭრას მოითხოვს. მათ შორის არის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის დაკომპლექტების საკითხი,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, საბჭოს თავმჯდომარემ სოფიო ჯაფარიძემ.

უკან
დაწერე კომენტარი
˄