სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა


30 ოქტომბერი 2014 ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნები განიხილეს.

ხელისუფლების სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებული ცვლილელების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია. მხარეებმა არსებული პრობლემების ეფექტიანი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
როგორც აღინიშნა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ამოცანებში, არც ერთი შეუსრულებელი საქმიანობა არ ფიგურირებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის შესრულების სპეციალური პირველადი ანგარიში უახლოეს მომავალში გახდება საჯარო. ასევე, სამდივნო მუშაობს სპეციალურ დავალებათა პაკეტზე, რომელიც დაეგზავნება ყველა უწყებას და მასში დეტალურად იქნება გაწერილი სამოქმედო გეგმის დროული და ხარისხიანი შესრულებისთვის საჭირო აქტივობები.
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს პირველ სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სოფო ჯაფარიძე წარადგინა.


 

უკან
დაწერე კომენტარი
˄