სიახლეები

შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა 


27 ოქტომბერი 2014 შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მინისტრებმა წინა შეხვედრაზე მიღებული დავალებები განიხილეს და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარადგინეს.

საუბარი ასევე შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დასაცავად შემუშავებულ პეტიციას და შშმ პირთათვის აქტუალურ საკითხებს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს.

საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების მოგვარებისადმი სისტემურ მიდგომას განაგრძობს.

საბჭოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედი შშმ პირთა საკითხების სამდივნო პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნოს დაქვემდებარებაში გადმოვიდა, რაც შშმ პირებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.


 

უკან
დაწერე კომენტარი
˄