სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების საკითხებზე ჰიბრიდული ფორმატის შეხვედრა გაიმართა


21 სექტემბერი 2021 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების საკითხებზე ჰიბრიდული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  ორგანიზებით ,,ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა საქართველოში - ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულისა და ძალადობის პრევენციისა და  რეაგირების მხარდამჭერი პროგრამა საქართველოს მთავრობისათვის’’  - ფარგლებში, ესტონეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. 

ჰიბრიდულ ფორმატში გამართული შეხვედრის მიზანს პროგრამის ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის პილოტირებისათვის განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა, მიღწეული პროგრესის და ბავშვთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების სისტემის გასაძლიერებლად სამომავლო ნაბიჯების შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის შექმნის პროექტი ხორციელდება ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს კოორდინაციით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს, მულტი დისციპლინური ცენტრის ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის სტანდარტებს. კონცეფცია ითვალისწინებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცედურების ერთ სივრცეში ჩატარებას, ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირებით სარეაბილიტაციო მომსახურების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების საპილოტე ცენტრების შექმნისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს თბილისსა და ქუთაისში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ესტონეთისა და საქართველოს მთავრობის, ასევე, ესტონეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.

შეხვედრისას, მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შესახებ მოხსენებებით წარდგნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის (ბარნაჰუსი)-ის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები.

შეჯამებისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ პირადად გადაუხადა მადლობა ესტონეთის ელჩს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს და ჩართული უწყებების წარმომადგენლებს. 

 

უკან
დაწერე კომენტარი
˄