სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში ,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფთან (GREVIO) შეხვედრა გაიმართა


10 ნოემბერი 2021 მთავრობის ადმინისტრაციაში ,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის  (სტამბულის კონვენცია) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფთან (GREVIO) შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 8 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციამ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO) უმანსპინძლა. შეხვედრას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის, სახვადასხვა უწყებების  და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.  

ჯგუფთან ერთად განხილულ  იქნა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და GREVIO-სთვის 2020 წელს წარდგენილი ანგარიშის შემდგომი პროგრესი.  

მონტორინგის ჯგუფი, მიმდინარე წლის 8-12 ნოემბერის პერიოდში, თემატურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან,  თვითმართველობის წარმომადგენლებთან რეგიონებში, სამოქალაქო სექტორთან, ასევე ესტუმრება ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს გორში.

აღნიშნული ვიზიტის საფუძველზე, ჯგუფი შეიმუშავებს შეფასებისა და მონიტორინგის ანგარიშს. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს რეკომენდაციებს. აღნიშნული ანგარიში გამოქვეყნდება 2022 წლის ბოლომდე.

უკან
დაწერე კომენტარი
˄