სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა


19 მაისი 2014 პრემიერ-მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს მთავრობა საკუთარი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილაისთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს უმაღლეს კომისარს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის, ასევე გაეროს და ადგილობრივი უფლებადამცველების რეკომენდაციების საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.

მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და ე.წ საზღვრისპირა სოფლების ჰუმანიტარული პრობლემებიც განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ: გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის პრესმდივანი რუპერტ კოლვილი, გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯანი მაგაზენი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, გაერო-ს უმაღლესი კომისრის უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ვლადიმერ შკოლნიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში შალვა ცისკარიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თამარ ჩუგოშვილი.

უკან
დაწერე კომენტარი
˄