სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგს შეხვდა


01 აპრილი 2014 პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგს შეხვდა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამარბერგს შეხვდა.

მხარეებმა ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოს ეროვნული სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს.

როგორც შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თომას ჰამარბერგს ამ მიმართულებით საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄