სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მე-7 სხდომას დაესწრო


26 მარტი 2022 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების კომიტეტის რიგით მე-7 სხდომას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მე-7 სხდომას დაესწრო. ღონისძიება 24-25 მარტს, ქ. თბილისში, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.

ასოცირების კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ფორმატია, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული და იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე წელიწადში ერთხელ. კომიტეტის ძირითადი მიზანია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია წარუძღვა. ევროკავშირის მხრიდანკი, სხდომას თანათავმჯდომარეობას უწევდა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი, ლუკდევინი. სხდომაში ასევე მონაწილოებას იღებდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები.

სხდომის მიმდინარეობისას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გააცნო მონაწილეებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული ძირითადი მიღწევები. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა რიგით მეორე ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების პროცესს, მოწყვლადი ჯგუფებისდაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და გენდერული თანასწორობის საკითხებს. ნიკო თათულაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ გეგმებზე.

 

უკან
დაწერე კომენტარი
˄