სიახლეები

მთავრობის სტრატეგიის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა


04 დეკემბერი 2013 მთავრობის სტრატეგიის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადამიანის უფლებების კუთხით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. "ჩვენ უკვე გავიარეთ ერთი რთული და ნაყოფიერი წელი. ეს ნამდვილად იყო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გამყარებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული წელი. და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწია ბატონმა თომას ჰამარბერგმა - ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. ბატონი ჰამარბერგი ევროკავშირმა მოავლინა მმართველი კოალიციის ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი თხოვნით. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში და ადგილზე ეცნობოდა ვითარებას. ბატონმა ჰამარბერგმა სექტემბერში გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც სრულფასოვნად აღწერა, თუ რა დინამიკით ვითარდებოდასაქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რა პრობლემები იყო, რა მდგომარეობაა ახლა და რა გზა გვრჩება გასავლელი იმისათვის, რომ გავუთანაბრდეთ ევროპული სახელმწიფოების საუკეთესო სტანდარტებს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი საქართველოში ადამიანის უფლებების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რეკომენდაციების შესახებ, ასევე ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და გეგმის მნიშვნელობის საკითხზე, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის მოხსენებას დაეთმო. 

თომას ჰამერბერგის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების კუთხით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას გეგმავს.

სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.


 

უკან
დაწერე კომენტარი
˄