სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა


13 ივნისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრის მიმდინარეობისას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ისაუბრა დემოკრატიული რეფორმებისა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხებზე. მან ყურადღება დაუთმო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ბოლო წლებში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებს, მიღწევებსა და გამოწვევებს.

შეხვედრის დროს მხარეებმა, ასევე, განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ამ კუთხით მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტები. შეხვედრის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და ელჩმა გამოხატეს მზაობა, განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში.

უკან
დაწერე კომენტარი
˄