საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის (პროექტი, 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით)

იხ.სამოქმედო გეგმა სრულად
დეტალური ძებნა

სფერო

მიზანი

ამოცანა

მაჩვენე მიზანი სრულად

მაჩვენე ამოცანების მიხედვით

ამოცანა საქმიანობა/ღონისძიება პასუხისმგებელი უწყება ვადა ინდიკატორი ბიუჯეტი
9.1.1 საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის პროცესის მართვა 9.1.1.1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ დებულებების შეფასება, სოციალური პარტნიორებთან განხილვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების პროექტის მომზადება/ცვლილებების განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; პარტნიორი უწყება: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. 2018-2020 ამოცანა 9.1.1-ის ინდიკატორი: საერთაშორისო ინსტიტუტების/მექანიზმების ანგარიშებში ასახული პოზიტიური დინამიკა; შემუშავებული რეკომენდაციები და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი; პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე ინიცირებული საკითხები და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებები. სახელმწიფო ბიუჯეტი
(0)
9.1.1.2. შრომის სამართლის და დისკრიმინაციის აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის სფეროს სამართლებრივ ინსტრუმენტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ხელშეწყობა (საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის XXX დანართის შესაბამისად) პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; პარტნიორი უწყება: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. 2018-2019 სახელმწიფო ბიუჯეტი
(0)
9.1.1.3. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან (საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის XXX დანართის შესაბამისად), კერძოდ, ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის მიზნით მომზადდება/გადამუშავდება: " 89/391/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ; 89/654/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; 2009/104/EC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; 90/270/EEC დირექტივა მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ; 92/91/EEC დირექტივა ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისთვის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; 92/104/EEC დირექტივა ზედაპირზე და მიწის ქვეშ მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისთვის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; 92/58/EEC დირექტივა სამუშაოზე უსაფრთხოებასა და/ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით მინიმალური მოთხოვნების შესახებ. 92/57/EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ; 2002/44/EC დირექტივა მუშაკთა ფიზიკური აგენტებისგან (ვიბრაცია) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; პარტნიორი უწყება: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია 2018 წელს (დირექტივები: 89/391/EEC, 89/654/EEC, 2009/104/EC, 90/270/EEC); 2019 წელს (დირექტივები: 89/656/EEC, 92/91/EEC, 92/104/EEC, 92/58/EEC); 2020 წელს (დირექტივები: 92/57/EEC, 2002/44/EC) სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორული მხარდაჭერა
(0)

კიდევ 6 ამოცანა

˄