საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი (თანასწორობის უფლება) ითვალისწინებს რიგ ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისათვის. კერძოდ, კონსტიტუცია ადგენს, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“
2014 წელს საქართველომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა. რითიც, ერთი მხრივ, ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო მეორე მხრივ, იკისრა რიგი ვალდებულებები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა. ამისათვის კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს სახელმწიფო უწყებების მიმართ.
აღნიშნული კანონი საქართველოს მთავრობას ავალდებულებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.
ამრიგად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კოორდინაციას უწევს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულებების აღსრულებას და უწყებათა შორის კომუნიკაციას.
კანონის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ დადგენილია ვალდებულება, რომ უზრუნველყონ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება, მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.
სახელმწიფო უწყებების და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წლიური სამოქმედო გეგმები განთავსებულია შესაბამის ვებ. გვერდებზე და მისაწვდომია საჯაროდ:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქმედო გეგმა:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმა:
https://www.moh.gov.ge/ka/publicinformation/list/116/?year=2021
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამოქმედო გეგმა:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამოქმედო გეგმა:
https://www.mof.ge/tanabari_pirobebi_uketesi_momavlistvis
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმა:
https://mepa.gov.ge/Ge/DraftLawsfbclid=IwAR0xA27_g3auk8jTb_fSKUzmuACAm8j7YBOmNGrEdR-yJ0zHWX6zOk_lSlE
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქმედო გეგმა:
https://justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Ftamartomaradze%2FMOJ_action_plan_28.03.2021.docx
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოქმედო გეგმა:
https://mfa.gov.ge/HeaderNav/PublicInfo/GeneralInformation.aspx
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამოქმედო გეგმა:
https://mes.gov.ge/publicInfo/?page_id=105
- საქართველოს გენერალური პროკურატურის სამოქმედო გეგმა:
- საჯარო სამსახურის ბიუროს სამოქმედო გეგმა:
http://csb.gov.ge/media/3197/97897.pdf
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამოქმედო გეგმა:
http://cesko.ge/res/docs/StrategiuliGegma20202023.pdf
- საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმა:
https://cesko.ge/res/docs/2021წლისსამოქმედოგეგმა06.04.2021_Bak.pdf
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამოქმედო გეგმა:
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/306/kanonmdebloba
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოქმედო გეგმა:
http://hcoj.gov.ge/Uploads/2021/4/30-2021.pdf
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქმედო გეგმა:
https://ombudsman.ge/res/docs/2019061912505672455.pdf
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამოქმედო გეგმა:
http://ssps.gov.ge/geo/static/139/0
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამოქმედო გეგმა:
https://www.comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2021--21-21-240.page
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამოქმედო გეგმა:
http://procurement.gov.ge/ELibrary/StrategyActionPlan.aspx
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამოქმედო გეგმა:
https://gnerc.org/ge/media/presrelizebi-akhali-ambebi/28042021-relizi/123885
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა:
http://www.expertiza.gov.ge/page.html?page=biuro&item=3147
- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმა:
http://insurance.gov.ge/ka/gamoqveknebuli_oficialuri_dokumentebi
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა:
https://mod.gov.ge/uploads/public/565.pdf
- სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა: