საქართველოს მთავრობა იწყებს 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო აქვეყნებს სამოქმედო გეგმის პირველ სამუშაო ვარიანტს, რათა სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მისი განხილვის შესაძლებლობა.
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები (თავი 19). ამ მიმართულებით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს:
გაეცანით სამოქმედო გეგმის მე–19 თავის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები) პროექტს და დატოვეთ თქვენი კომენტარი.
ადამიანის უფლებათა სამდივნო მოხარული იქნება, გაეცნოს თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს. (სამოქმედო გეგმა მოცემულია დინამიური ცხრილის სახით. ცხრილის მარჯვენა სვეტი აღჭურვილია კომენტარის ფუნქციით)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს.