დისკუსია

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებები

ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებები
14 ოქტომბერი 2017 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებები

საქართველოს მთავრობა იწყებს 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო აქვეყნებს სამოქმედო გეგმის პირველ სამუშაო ვარიანტს, რათა სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მისი განხილვის შესაძლებლობა.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებები (თავი 17). ამ მიმართულებით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შემდეგ მიზნებს ისახავს: 

  • ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაციული მოპყრობისაგან დაცვის უზრუნველყოფა
  • ეთნიკურ უმცირესობათა წვდომის გაუმჯობესება მასმედიასა და ინფორმაციაზე 
  • ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა
  • ეთნიკური უმცირესობებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • ეთნიკური უმცირესობების კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების უზრუნველყოფა
  • ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში
  • ეროვნულ უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა 
     

გაეცანით სამოქმედო გეგმის მე–17 თავის (ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებები) პროექტს და დატოვეთ თქვენი კომენტარი.

ადამიანის უფლებათა სამდივნო მოხარული იქნება, გაეცნოს თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს. (სამოქმედო გეგმა მოცემულია დინამიური ცხრილის სახით. ცხრილის მარჯვენა სვეტი აღჭურვილია კომენტარის ფუნქციით).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს.

FacebookTwitter

უკან
დაწერე კომენტარი
˄