დისკუსია

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები

იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები
13 ოქტომბერი 2017 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები

საქართველოს მთავრობა იწყებს 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო აქვეყნებს სამოქმედო გეგმის პირველ სამუშაო ვარიანტს, რათა სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მისი განხილვის შესაძლებლობა.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები (თავი 21). ამ მიმართულებით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შემდეგი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს:

  • დევნილთა სოციალური დახმარებისა და დაცვის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფა, მათი საარსებო წყაროებზე წვდომის გაუმჯობესება  
  • დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
  • დევნილთა ჩართულობა და ინფორმირება მათთვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში

გაეცანით სამოქმედო გეგმის 21–ე თავის (იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები) პროექტს და დატოვეთ თქვენი კომენტარი.

ადამიანის უფლებათა სამდივნო მოხარული იქნება, გაეცნოს თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს. (სამოქმედო გეგმა მოცემულია დინამიური ცხრილის სახით. ცხრილის მარჯვენა სვეტი აღჭურვილია კომენტარის ფუნქციით).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄