დისკუსია

ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის (პროექტი)

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი
22 ოქტომბერი 2017 ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის (პროექტი)

საქართველოს მთავრობა იწყებს 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო აქვეყნებს სამოქმედო გეგმის პირველ სამუშაო ვარიანტს, რათა სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მისი განხილვის შესაძლებლობა.

სამოქმედო გეგმის პროექტი კომპლექსურია და მოიცავს ღონისძიებებს - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების; ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის; ბავშვთა უფლებების; უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების; იძულებით გადაადგილებულ პირთა, მიგრანტთა და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.   

სამოქმედო გეგმა მოცემულია დინამიური ცხრილის სახით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გაფილტრვა სფეროების და მიზნების მიხედვით. ცხრილის მარჯვენა სვეტი აღჭურვილია კომენტარის ფუნქციით.

გაეცანით 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტს და დატოვეთ თქვენი კომენტარი. ადამიანის უფლებათა სამდივნო მოხარული იქნება, გაეცნოს თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა სამდივნოს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄