სიახლეები

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია


23 თებერვალი 2018 კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია

2018 წლის 23 თებერვალს საქართველოში  პირველად გაიმართა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიება  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისა (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში 23 წარდგენილი პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის წევრიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ნატალია ჯალიაშვილიც იყო, სამი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა და დააჯილდოვა.

ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტის ნომინაციაში გამარჯვებული კომპანია „ფოთის პორტი“ გახდა. კომპანია „ნატახტარმა“ გარემოს დაცვისაკენ მიმართული საუკეთესო პროექტის ნომინაციისათვის აიღო ჯილდო, ხოლო წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის ნომინაციის პრიზიორი კომპანია “M2”-ია.

აღსანიშნავია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს, თბილისში დაარსდა. ის 80-მდე კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს და კორპორაციულო სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

უკან
დაწერე კომენტარი
˄