სიახლეები

საქართველოს ვიზიტით UN ESCAP დელეგაცია ქალაქ ბანგკოკიდან ეწვია


23 იანვარი 2017 საქართველოს ვიზიტით UN ESCAP დელეგაცია ქალაქ ბანგკოკიდან ეწვია

17-19 იანვარს საქართველოს ვიზიტით გაეროს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონისათვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) დელეგაცია ქალაქ ბანგკოკიდან ეწვია. 

ვიზიტის მიზანი კონსულტაციების გამართვა იყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებას ეხება. საქართველოს გახდა მსოფლიოში მე-10, ხოლო რეგიონში 1-ელი ქვეყანა რომელიც ჩაერთო აღნიშნულ პროცესში.

პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი საქართველოს მთავრობამ 2016 წელს გამოთქვა. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ დაიწყო შესაბამისი კითხვარის მომზადების პროცესი, რომელიც „ინჩეონის სტრატეგიის" მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარეობს. კითხვარზე მუშაობის დასრულებას და მის გაგზავნას საქართველოს მთავრობა მიმდინარე თვის განმავლობაში გეგმავს. 

დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან. დაიგეგმა სამომავლოდ უფრო აქტიური თანმშრომლობის ფორმატი.
 
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄