სიახლეები

სამუშაო შეხვედრა


18 თებერვალი 2016 სამუშაო შეხვედრა

სახელისუფლებო, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა  ნატალია ჯალიაშვილმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI-PROLoG)  ხელმძღვანელმა  გიორგი ჩხეიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა რუსუდან ტუშურმა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოსა და სამდივნოს ინსტიტუციური და ორგანიზებული მოწყობის თაობაზე საერთაშორისო ექსპერტების მომზადებული რეკომენდაციები.

თემატურმა სამუშაო ჯგუფებმა განიხილეს სამოქმედო გეგმის შესაბამისი თავები. სახელისუფლებო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში.

შეხვედრა აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინსტიტუტის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, სამდივნო დაასრულებს სამოქმედო გეგმის შემუშავებას თებერვლის ბოლომდე. მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმას 2016 წლის მარტში დაამტკიცებს.


 

უკან
დაწერე კომენტარი
˄