სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ჯერარდ ქუინთან


21 დეკემბერი 2015 სამუშაო შეხვედრა ჯერარდ ქუინთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესორ ჯერარდ ქუინთან. 

შეხვედრის ძირითადი თემა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხები იყო. საუბარი შეეხო სხვადასხვა ქვეყნებში კონვენციის იმპლემენტაციის და კოორდინაციის არსებულ მექანიზმებს. 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები. შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტმა ქუინმა რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა, გაეროს სააგენტოებთან ერთად, გეგმავს არსებული მექანიზმების რეფორმირების პროცესს და ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტული პოზიციების გათვალისწინება. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო მომავალშიც გეგმავს სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

პროფესორ ჯერარდ ქუინს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკისა და სამართლის საკითხებზე მუშაობის კუთხით. იგი ამჟამად ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული ცენტრის (Centre on Disability Law & Policy) დირექტორია.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄